ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ტანზე არ ეცვაო”: 24 წლის გოგოს მეუღლე, რომელიც ჩამომხრჩვალი იპოვეს დეტალებს ყვება (ვიდეო)

ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში 24 წლის ქალი ოჯახის წევრებმა სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ის შიშველი იყო და სხეულზე მრავლობითი დაზიანება ჰქონდა. ნათესავები ყვებიან, რომ გარდაცვალებამდე, გოგოს ხშირად ჰქონდა კონფლიქტი ოჯახში და ამის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავებსაც ჰქონდათ.

ოჯახის წევრების განცხადებით, მიყენებული დაზიანებები ეჭვებს აჩენს, ამიტომ ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, გოგო მოკლეს და თვითმკვლელობის ინსცენირება მოახდინეს, თუ მან თავი მოიკლა.

მეზობლები იხსენებენ, რომ ოჯახში ხშირად პოლიციას იძახებდნენ. ერთი კვირის წინ ის ხელზე ტრავმებით ნახეს.

24 წლის გარდაცვლილის დედის მტკიცებით, შვილის გასვენებაში წასვლის უფლებას სიძის ნათესავები არ აძლევენ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართის კოდექსის 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იტვირთბა....