გუშინ საღამოს ხარკოვის ცენტრში ავტომანქანა ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა.
ხარკოვის პოლიციის ცნობით, შემთხვევა ადგილობრივი დროით 20:45 საათზე სუმსკის მოედანზე მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, ხალხის ჯგუფს „ჯიპის“ ტიპის ავტომანქანა დაეჯახა. ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ავტომანქანის მძღოლი ქალი უკვე დაკავებულია.