თბილისში, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დაკავებული 1972 წელსაა დაბადებული.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელის ბინის ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 487 აბი ამოიღეს.
უწყების ცნობით, ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, კ.გ.-ს ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).