ახალი ამბები მთავარი სამართალი

მოსკოვის გამზირზე, ზებრა გადასასვლელზე, დედა-შვილს მანქანა დაეჯახა

თბილისში, მოსკოვის გამზირზე ავტომობილი ზებრა გადასასვლელზე მიმავალ დედა-შვილს დაეჯახა. ინფორმაციას ამის შესახებ new posts-ი ავრცელებს.

თვითმხილველთა განცხადებით, შემთხვევისას დედა შვილს გადაეფარა, რის გამოც დაზიანება მიიღო.

როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, ერთი მოქალაქე შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

იტვირთბა....