ახალი ამბები კრიმინალი მთავარი მსოფლიო

ქართველი ქალი ეჭვმიტანილია, რომ ბაქოში იტალიელს 12 ათასი ჯიბიდან ამოუღო

ბაქოში დააკავეს საქართველოს მოქალაქე და მისი თანმხლები პირი, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან, რომ აზერბაიჯანის დედაქალაქში, იტალიელი გაძარცვეს. ამის შესახებ ინფორმაციას პირველი რადიო ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, 61 წლის რენატო ზორზემ ქალბატონი სახელად ლია გაიცნო, რომელიც მოგვიანებით სახლში დაპატიჟა.

სტუმარი ქალბატონი ეჭვმიტანილია, რომ მასპინძელი გაქურდა და მისი ჯიბიდან საბანკო ბარათი მოიპარა. როგორც ირკვევა, რომლის ანგარიშზეც 12 ათასი აზერბაიჯანული მანათი იყო.

სამართლადამცავებმა საქართველოს მოქალაქე ლია მ. თანმხლებ მამაკაცთან ელდარ ა – სთან ერთად დააკავეს.

პირველი რადიო

იტვირთბა....