რუსთავში კამაზის მარკის სატვირთო ავტომობილი 14 წლის მოზარდს დაეჯახა. ინფორმაციას ამის შესახებ “ინფორუსთავი” ავრცელებს.
როგორც თვითმხილველები ამბობებ, ავტომობილმა ბიჭს ქვედა კიდურებზე გადაუარა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანა.
გამოცემის ცნობით, როგორც ექიმები აცხადებენ, მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა პლასტიკური ოპერაციის ჩატარება გახდება აუცილებელი.
„ინფო რუსთავთან“ კომენტარი გააკეთა სატვირთო ს მძღოლმაც, მისი თქმით მოზარდი მიკროავტობუსიდან ჩამოვიდა, შუქნიშნის მწვანე მანიშნებელზე გადაკვეთა გზა და მისი დანახვა მძღოლმა ვერ შეძლო.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.