ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

პოროშენკომ დაზვერვის მეთაურის პირველი მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დაზვერვის მეთაურის პირველი მოადგილე იგორ რაზინკოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა. პრეზიდენტის ბრძანებასი არაფერია ნათქვამი დაზვერვის მაღალჩინოსნის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზის შესახებ.  უცნობია  უკავშირდება თუ არა ეს გათავისუფლება კიევის ცენტრში მიმდინარე საპროტესტო აქციას. ცნობილია, მხოლოდ ის,რომ რამდენიმე ხნის წინ ნაციონალური საბჭოს ხელმძრვანელმა ალექსანდრე ტურჩინოვმა განაცხადა,რომ საბჭო უახლოეს მომავალში შიდა დაზვერვის პრობლემებს განიხილავდა.

შეგახსენებთ,რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზებით, რადას წინ უკვე მეორე დღეა პოლიტიკური რეფორმების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მომიტინგეებმა რადას წინ კარვებიც გაშალეს.

იტვირთბა....