aviabiletebi
არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბოკუჩავა: “ქართულ ოცნებაში” მილიონობით ლარის მობილიზება საბიუჯეტო სახსრებით, ტენდერებში გამარჯვებული კომპანიებისგან ხდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც მან ოპოზიცია შემოსავლებისა და ხარჯების დამალვაში დაადანაშაულა.

ბოკუჩავა ამბობს, რომ ირაკლი კობახიძე ამ განცხადების გაკეთებისას იტყუება. მისი თქმით, სწორედ “ქართულ ოცნებას” აქვს დამატებით მილიონობით ლარი, პირადად ყოფილ პრემიერ-მინისტრ, ბიძინა ივანიშვილისგან.

„ერთი არის „ქართული ოცნება,“ სადაც მათ შორის საბიუჯეტო სახსრებით, უკანონო შემოწირულობებით, ტენდერებში მოგებული კომპანიებისგან ხდება მილიონობით ლარის მობილიზება, ხოლო დანარჩენი ოპოზიციური სპექტრი, სადაც რა თქმა უნდა მთავარი ზეწოლის ქვეშ არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რომელიც იჩაგრება, რომელსაც არ აქვს საშუალება რომ მიიღოს შემოწირულობები, რომელზეც მუდმივად ხორციელდება სუსი-სგან ზეწოლა. ასე რომ „ქართული ოცნება“ ამ შემთხვევაშიც უბრალოდ იტყუება, როდესაც  საუბრობენ არადეკლარირებულ ხარჯებზე, სწორედ მათ აქვთ ასეთი დამატებით მილიონობით ლარი თუნდაც პირადად ბიძინა ივანიშვილისგან,“-განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიცია საკუთარ შემოსავლებს მალავს. მისი თქმით, ეს ქართული რეალობაა და პარტიებთან ერთად დამოუკიდებელი კანდიდატებიც შემოსავლებს მალავენ.

“სამწუხარო რეალობაა ის, რომ ოპოზიციური პარტიები და ასევე დამოუკიდებელი კანდიდატები არ ახდენენ საკუთარი შემოსავლების და ხარჯების დეკალარირებას და სწორედ ეს არის ამ დიდი სხბვაობის მიზეზი. ქართული ოცნება ახდენს თავისი შემოსავლების, ხარჯების დეკლარირებას. ეს არის ასახული შესაბამის დეკლარაციებში, რომლებიც წარედგინება აუდიტის სამსახურს, განსხვავებით ოპოზიციისგან, რომელიც მალავს საკუთარ შემოსავლებსა და ხარჯებს. ეს არის ქართული, სამწუხარო რეალობა”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იტვირთბა....