საქართველოს მესამე პრეზიდენტს და ოდესის ყოფილ გუბერნატორს, მომხრეებთან ერთად, უკრაინაში ხელისუფლების ხელში ჩაგდება ნებისმიერი გზით სურს-ამ განცხადებას ბლოკ პეტრო პოროშენკოს საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე არტურ გერასიმოვი აკეთებს. მისი განცხადებით, ის სულ უფრო რწმუნდება, რომ სააკაშვილის მთავარი მიზანი, ფართომასშტაბიანი დესტაბილიზაციაა.
,,სულ უფრო ვრწმუნდები,რომ სააკაშვილის და მისი მომხრეების მიზანი სულაც არ არის იმ მოთხოვბნების შესრულება, მათი მთავარი მიზანი უკრაინაში ფართომასთაბიანი დესტაბილიზაციის მოწყობა და ხელისუფლების ნებისმიერი გზით ხელში ჩაგდებაა“-განაცხადა გერასიმოვმა.
მანვე მოუწოდა მომიტინგეებს, შეწყვიტონ რადას ბლოკირება ,რადგან ეს საქციელი გაუმართლებელია. შეგახსენებთ,რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზებით, რადას წინ უკვე მეორე დღეა პოლიტიკური რეფორმების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მომიტინგეებმა რადას წინ კარვებიც გაშალეს.