ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“NDI-სთან შეხვედრაზე განსაკუთრებული შენიშვნები არ გამოთქმულა”

NDI-ის სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრაზე საარჩევნო გარემოს შესახებ განსაკუთრებული შენიშვნები არ გამოთქმულა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, საუბარი შეეხო ყველა საკითხს, მათ შორის ოპოზიციის ბრალდებას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ.

“ჩვენ განვმარტეთ, როგორ არის ერთმანეთისგან გამიჯნული ადმინისტრაციული და პარტიული რესურსები. განვმარტეთ საარჩევნო კამპანიის მეთოდები და ფორმები, რომელსაც იყენებს “ქართული ოცნება”. ყურადღება გავამახვილეთ ამომრჩევლებთან შეხვედრაზე. ასევე იმაზე, რომ პროგრამებს ვუთმობთ განსაკუთრებულ ყირადღებას. ვისაუბრეთ პროგრამულ პრიორიტეტებზე, ასევე საარჩევნო გარემოზე, რომელიც არის ჩამოყალიბებული საქართველოში.

ყურადღება გავამახვილეთ შემოწირულებებზე და კიოდევ ერთხელ გავუსვით ხაზი იმ ფაქტს, რომ სამწუხაროდ ოპოზიცია არ ახდენს საკუთარი შემოსავლებისა და ხარჯების დეკლალირებას. გვქონდა საუბარი მშვიდობიანი არჩევნების უზრუნველყოფაზე, რაც არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი. გამოვთქვით იმედი, რომ პროცესი წარიმართება მშვიდობიან გარემოში”-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, შეხვედრაზე თავად წამოწია საბავშვო ბაღების საკითხი და განამარტა, რომ საბავშვო ბაღების თანამშრომლები მონაწილეობენ საარჩევნო კამპანიაში, როგორც აქტივისტები და ესეც არის ერთეული შემთხვევები.

“არ ხდება არც საბავშვო ბაღებში, არც სხვა სტრუქტურებში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება. არის ერთეული შემთხვევები, როცა საჯარო მოსამსახურეები მონაწილეობენ საარჩევნო კამპანიაში, თუმცა ეს ხდება არასამუშაო საათებში და ეს არ ხდება სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით”, – -განაცხადა კობახიძემ.

იტვირთბა....