ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ოქრუაშვილი ელისაშვილთან შეხვედრის შესახებ კომენტარს აკეთებს

ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატთან ალეკო ელისაშვილთან შეხვედრის შესახებ კომენტარს “რუსთავი 2”-თან აკეთებს. მისი თქმით, ეს იყო მეგობრული შეხვედრა არაფორმალურ გარემოში. ოქრუაშვილი უარყოფს, რომ ის ელისაშვილის წინასაარჩევნო კამპანიას აფინანსებს.

“ასეთ გადაღებებს ჟურნალისტები არ ახორციელებენ. ეს იყო ჩვეუელბრივი სახლემწიფო სტრუქტურის, ამ შემთხვევაში სუს-ის თანამშრომლების მუშაობა. ეს შეხვედრა ჩემი ინიციატივით შედგა, ჩემს მეგობრებს ალეკოს გაცნობა უნდოდათ ამიტომ ის შევახვედრე ნაძალადევის მაცხოვრებლებს. ელისაშვილის წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებაზე საუბარი არ გვქონია, ამ ეტაპზე ასეთი ტიპის მხარდაჭერა არ გამოგვიცხადებია. ჩემი შეხვედრა ძალიან მარტივი იყო და ელისაშვილს როგორც ერთი ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე ისე ვესაუბრე.” – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

შეგახსენებთ, გაზეთმა PrimeTime-მა გაავრცლა ფარული კადრები, სადაც ირაკლი ოქრუაშვილი და ალეკო ელისაშვილი ერთმანეთს ხვდებიან.

იტვირთბა....