დღეს, ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გადაცემის მთავარი თემა იყო თუ როგორ აშუქებს მედია თვითმმართველობის არჩევნებს. მოწვეული სტუმრები იყვნენ სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები. ერთ-ერთი მათგანი ტელეკომპანია “კავკასიის” გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილ იყო.
ჯანგირაშვილის აზრით, დღეს ქართული მედია ჭრელია, სადაც რეალობა იკარგება და სტუმრებს დებატების საშუალება არ ეძლევათ. მისი თქმით, არსებობს ტელევიზიების დაჯგუფება, სადაც ხელისუფლებსი კრიტიკას ნაკლებად ვისმენთ.
“მედიაში გვაქვს სიჭრელე და ეს ცუდი შემთხვევაა. ძალიან ხშირად იკარგება მთავარი ამ სიტუაციაში. მოსახლეობისთვის არსებითად, საინტერესო თემებზე დებატები არ იმართება. რაღაც ჩათვლას ვაკეთებთ, ისინი ვინც დებატებს აკეთებენ და ისინიც, ვინც თითქოს ცდილობენ, რომ მრავალფეროვნება წარმოაჩინონ. შეიძლება, ეს იმის გამოა, რომ არ არის ორი გამოკვეთილი კანდიდატი, რომელთა შორის დებატები გაიმართება, როგორც მაგალითად ამერიკაშია.
როდესაც ერთ სტუდიაში 7 კანდიდატია ძალიან ძნელია ამ წამზომებით თამაში ბუღალტერიას ემსგავსება. ჩვენ გვაქვს მკაფიოდ გამოხატული სახელისუფლო ტელევიზიების დაჯგუფება, სადაც ხელისუფლების კრიტიკას მოისმენ ძალიან იშვიათად. მხოლოდ ისმის “ტევე პირველზე”, “რუსთავი 2”-ზე და “კავკასიაზე”. დანარჩენი არხი ცდილობს, რომ იმუშაოს მედიაზე. ზრდილობის გამო, ყველა მედია საშუალება ცდილობს, რომ რაღაც ფორმალურად მაინც დაიცვას მრავალფეროვნება და პლურალიზმი. მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიებისა და ანტიპათიებისა, რაღაც ჩარჩოში უნდა ჩავსხდეთ. ფორმალიზმი რეალურად რამდენად ეხმარება ამომრჩეველს არჩევანის გაკეთებაში – ეს არ ვიცი. ვერც მე და ვერც რომელიმე ტელევიზიას დაავალებთ, რომ მაგალითდ “ნაციონალური მოძრაობა” გვიყვარდეს და არც არასდროს შემიყავრდება. ერთი სიუჟეტი იყო გაკეთებული “იმედზე” პანორამის შესახებ. ეს იყო ხოტბა-დიდება ბიძინა ივანიშვილის. ამაზე ლაპარაკი აქ, რომ ელემენტალური წესები არ იყო დაცული. როდესაც ღია სახელისუფლო გავლენებზე ვსაუბრობთ.” – ამბობს ნინო ჯანგირაშვილი