პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იტალიაში ჩავიდა. გიორგი მარგველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია 16 ოქტომბერს რომში, იტალიის პრეზიდენტის რეზიდენციაში, კვირინალეს სასახლეში გაიმართება.
იტალიელ კოლეგას სერჯო მატარელას გიორგი მარგველაშვილი პირისპირ და ასევე, გაფართოებულ ფორმატში – დელეგაციასთან ერთად შეხვდება.
იტალიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, დაგეგმილია სენატის თავმჯდომარესთან პიეტრო გრასოსთან შეხვედრაც.
როგორც ცნობილია, გიორგი მარგველაშვილი რომში ნატოს თავდაცვის კოლეჯის უმაღლესი კურსის სტუდენტებს შეხვდება და საჯარო ლექციას წაიკითხავს.
პრეზიდენტის ოფიციალური სტუმრობა იტალიის რესპუბლიკაში 17 ოქტომბერს დასრულდება.