ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ეკა ბესელია: “საქმის დახურული პროცესის მასალების გასაჯაროება კანონის დარღვევაა”

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია “რუსთავი 2”-ის მიერ დეკანოზის საქმეზე გავრცელებულ სასამართლო სხდომის ჩანაწერებს Facebook-ზე ეხმიანება.

ეკა ბესელიას თქმით, “საქმის დახურული პროცესის მასალების გასაჯაროება კანონის დარღვევაა და უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერების გასაჯაროებაც, გავრცელებაც – კანონით აკრძალულია და არ წერია სისსხლის სამართლის კოდექსში რომ გამონაკლისი უფლება აქვს ტელევიზიას, ჟურნალისტს”, – წერს ბესელია.

ბესელია, ასევე, ამბობს, რომ სოსო ოხანაშვილის ჩვენებაზე გაუგებარი ფრაზები ისმის.

“უკანონოდ გასაჯაროებულ ჩვენებაში, რომელიც ფრიად საეჭვო ოხანაშვილს ეკუთვნის ცრუ, თუმცა სრულიად გაუგებარი და არაფრისმთქმელი ფრაზები ისმის… მაგ
,, ნაწილობრივ ერეოდა,, ( რაში ერეოდა? ვისთან ? ვის გამო???)
ან ფრაზა ,, არ გამოდიოდა მთელი თვე საპატრიარქოდან,, _
დიდი ბედნიერებაა, მთელი თვე იყო პატრიარქთან, მაგრამ სადაა ეგ ბედნიერება?
ეს ფრაზები შეიძლებოდა გამოყენებულიყო ისეთი ცილისმწამებლური ბრალდებებისთვის რაც გუშინ გაახმოვანა ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ ??
ჩანდა თუ არა აშკარა სურვილი არაფრისგან შექმნა მას სკანდალი და არაფრისგან აეგო ცრუ ბრალდება ? როგორმე დაეკავშირებინა ჩემი სახელი აბსურდულ და უსინდისო ბრალდებებთან?
უდაოდ ასეა! მანიპულირება სიტყვებით ადვილია, მაგრამ ასევე ადვილია დაინახო სიმართლეც თუ გინდა.
მე ველოდები რა რეაგირება ექნება ამაზე ,, ობიექტურ,, ჟურნალისტურ ქარტიას? ობიექტურ ექსპერტებს….”, – წერს ბესელია.

იტვირთბა....