“პატრიოტთა ალიანსმა” მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ბათუმში მორიგი აქცია გამართა. ევროპის მოედანზე შეკრებილებს პარტიის ლიდერებმა მიმართეს და განაცხადეს, რომ მთავარ ოპოზიციურ ძალას ისინი წარმოადგენენ.
მათ სოციაურ პრობლემებზე, დასაქმებასა და საბანკო ტერორზე გააკეთეს აქცენტი. ალიანსის წევრებმა ასევე საკონსტიტუციო ცვლილებებზეც ისაუბრეს.
მათივე თქმით, საქართველოს გამთლიანებისთვის საჭიროა პირდაპირი დიალოგი რუსეთთან, სოხუმსა და ცხინვალთან.
შეგახსენებთ, რომ “პატრიოტებმა” ბათუმში პირველი საპროტესტო აქცია 24 სექტემბერს გამართეს. მოგვიანებით, ოქტომბრის დასაწყისში “პატრიოტთა ალიანსი” რუსეთში გაემგზავრა, სადაც ალიანსის წევრები რუს დეპუტატებს შეხვდნენ.
ფოტო: დაჩი ჩხიკვაძე