ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სკოლის მოსწავლეებმა ქუთაისში სანაგვე ურნები მოხატეს

ქუთაისში “street art” ნელ-ნელა პოპულარული ხდება. აქციის ფარგლებში „გავაფერადოთ და დავასუფთაოთ ქუთაისი“ სკოლის მოსწავლეებმა ნაგვის ურნები მოხატეს. ამის შესახებ ipn-ი იუწყება.

აქციის ორგანიზატორის ხვიჩა ვაშაყმაძის თქმით, ფონდმა „ორბელიანი საქართველო” იდეას მხარი დაუჭირა და ახალგაზრდა მხატვრები საღებავებით უზრუნველყო. თავის მხრივ, ქუთაისის დასუფთავების სამსახურმა „სპეციალური სერვისები“ ახალი ურნები შეიძინა. დღეიდან ქუთაისის ქუჩებში მოხატული ურნები და კონტეინერები განთავსდება.

იტვირთბა....