პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის სოსო ოხანაშვილის ჩვენების სააფუძველზე იურისტები გამოძიების დაწყებას ითხოვენ.
ოხანაშვილი საპატრიარქოს კორუპციულ სქემაზე საუბრობს. საქმე ეხება შეწყალების კომისიის წევრებს: ეკა ბესელიას, ნანა კაკაბაძესა და ირმა ჭკადუას, რომელთან ერთადაც შორენა თეთრუაშვილი შეწყალების სანაცვლოდ პატიმრების ოჯახებისგან ფულს იღებდა.
ინფრომაცია გუშინ რუსთავი 2-ის ეთერით გასაჯაროვდა.
არასამთავრობო ორგანიზაციის ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი” გამგეობის თავმჯდომარის დიმიტრი ხაჩიძის განცხადებით, აღნიშნულ საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ იხილავს შეწყალების კომისია საპატრიარქოს სიებს.
„მნიშვნელოვანია, რომ შეწყალების კომისია რამდენად საერთო წესით იხილავს საპატრიარქოსგან გამოგზავნილ სიას. ის, რომ პრივილეგიას ხომ არ ანიჭებს. თუ ეს კომისია საპატრიარქოს სიას რაიმე სხვა თვალით უყურებს და საპატრიარქოს სიაში მოხვედრა ნიშნავს შეწყალებას მაშინ ლოგიკურია რომ ეჭვის საფუძველი ჩნდება რომ შეიძლება საუბარი იყოს კორუფციაზე,”- აღნიშნა დიმიტრი ხაჩიძემ.