სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტებმა, თბილისის მერიასთან შეთანხმებით, პარკებში, ბაღებსა და ტყე-პარკებში სპეციალური მოსაზიდი ხაფანგები (ფერომონები) აზიური ფაროსანასთვის უკვე დაამონტაჟეს. უპირველესყოვლისა, ფერომონები ფაროსანას იდენტიფიკაციისა და გავრცელების არეალის დადგენის მიზნითაა საჭირო.
ხაფანგები დამონტაჟებულია შემდეგ ადგილებში: ”ვაკის პარკი”; პარკი „მზიური“; “ვ.გოძიაშვილის სახელობის პარკი”; “რიყის პარკი”; “ვეტერანთა, დასვენების და კულტურის პარკი (კიკვიძის პარკი)”; “დიღმის ტყე-პარკი”; “თბილისის ზღვის პარკი;” “დედა-ენის პარკი”; “9 აპრილის პარკი”; “9 მარტის პარკი”; “ვერის პარკი”. მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, მავნებლის გამოვლენის შემთხვევაში, თბილისის მერიასთან და გარემოს დაცვის სამინსიტროსთან ერთად დაიგეგმება შესაბამისი ღონისძიებები.
შეგახსენებთ, რომ სრულმასშტაბიანი მონიტროინგი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გრძელდება. სულ დამონტაჟებულია 21 ათასი მოსაზიდი ხაფანგი და მოქმედებს ცხელი ხაზი (15-01).