განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ კომპანია, რომელიც საჯარო სკოლებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს ტექნიკურ დახმარებას უწევს, შესაბამის მომსახურებას ვერ უზრუნველყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას “იმედინიუსი” ავრცელებს.
აქციაზე შეკრებილების თქმით, გაუმართლებელია ტენდერი, რომლის მიხედვითაც სკოლებისა და სხვა საგანმანათლებლო რესურსცენტრების მომსახურება კომპანია ,,იუჯი-თიმ” გადაიბარა. მანამდე, აღნიშნულ IT სერვისებს სამინისტროს სსიპ ,,განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა” ახორციებდა.
აქციის მონაწილეების მტკიცებით, კერძო კომპანიით ჩანაცვლების შემდეგ მომსახურების ხარისხი გაუარესდა, ხოლო თანამშრომელთა ნაწილი სამსახურის გარეშე დარჩა.
ფოტო: ნათია ბრეგვაძე