ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სამწუხაროა, რომ დღეს კიდევ ერთხელ მივიღეთ ერთპარტიული კონსტიტუცია”

დღევანდელ პარლამენტის სხდომაზე, დაძლეულ ვეტოსთან დაკავშირებით, საქათველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა:
“ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტის მცდელობა, კონსტიტუცია მიღებულიყო კონსენსუსით, ჩავარდა. სამწუხაროა, რომ დღეს კიდევ ერთხელ მივიღეთ ერთპარტიული კონსტიტუცია და ხელისუფლებამ დაყო საზოგადოება “ჩვენიანებად” და “სხვისიანებად” – კომენტარს აკეთებს აბაიშვილი.

ხელისუფლებამ თქვა, რომ “ჩვენ” ვართ მართლები და სხვა დანარჩენი არის მტყუანი, კიდევ ერთხელ მოახდინა, მათი აზრით, “კარგი საქმე”- საკონსტიტუციო უმრავლესობის ძალის დემონსტრირება.

სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ვერაფრით ვერ გაიგო, რომ დემოკრატია ნიშნავს დიალოგს, შეთანხმებას და არა ხელის გადაგრეხვას. ძალიან ცუდია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ ისწავლა წინა ხელისუფლებისგან, რომელმაც ასევე ერთპარტიული კონსტიტუცია მიიღო. როგორ დაამთავრა წინa ხელისუფლებამ, მე ვფიქრობ, ეს კადრები მაინც ხელისუფლებას აქვს”, – განცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა სკაონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას კენჭი უყარა. 110 ხმა ვეტოს მიღების წინააღმდეგი იყო, ხოლო 8 – მომხრე. შესაბამისად, პრეზიდენტის ვეტო დაძლეულია.

იტვირთბა....