„ლეიბორისტული პარტიის“ თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გუგავა მიიჩნევს, რომ ქალაქში გადაადგილების პრობლემის მოგვარება მცხეთიდან რუსთავამდე მეტროს გაკეთების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ მან “ლიბერალს” განუცხადა.
„გასარემონტებელი და შესასყიდია ახალი შემადგენლობები. მგზავრთა ნაკადის გადაყვანა საჭიროა მეტროს საშუალებით. უნდა მოხდეს ამ ხაზის განვითარება, საბოლოო ჯამში – მცხეთა-თბილისი-რუსთავის დაკავშირება მეტროს ხაზით. ბუნებრივია, მუნიციპალიტეტი ამას ერთ და ორ წელიწადში ვერ მოახერხებს, მაგრამ ცენტრალურ ხელისუფლებასა და დონორებთან ერთად უნდა დაიწყოს ამ პროექტის განვითარება.“ -ამბობს გიორგი გუგავა.