ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეამ ყირიმი რუსეთის ტერიტორიად აღიარა და ატლასი გამოუშვა

ჩრდილოეთ კორეამ ყირიმი რუსეთის ტერიტორიად აღიარა. როგორც ირკვევა, ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეაში რუსეთის საელჩო Facebook- ზე ავრცელებს.

“რუსეთის ფედერაციაში შესვლის შესახებ ყირიმში გამართული რეფერენდუმის შედეგებს პატივს ვცემთ. მის შედეგებს ლეგიტიმურად ვაღიარებთ, რაც საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს სრულად შეესაბამება”, – ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ კორეამ “სამეცნიერო ენციკლოპედია” უკვე გამოაქვეყნა მსოფლიოს ახალი პოლიტიკური ატლასით, რომელშიც ყირიმი რუსეთის ფერშია გამოსახული.

შეგახსენებთ, 2014 წლის მარტში, რუსეთის ფედერაციამ ძალისმიერი მეთოდებით დაიპყრო ყირიმის ტეროტორია და ის რუსეთის შემადგენელ ნაწილად გამოაცხადა. კრემლის მტკიცებით კი, ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტმა მხარი რუსეთში გაწევრიანებას დაუჭირა. საერთაშორისო საზოგადოება ყირიმს დღემდე რუსეთის მიერ ანექსირებულ ტერიტორიად მიიჩნევს.

იტვირთბა....