ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეს ქალი არის ბანდერშა და კრიმინალების მამაშა”: გვარამია ჭკადუას უპირისპირდება

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, საპროკურორო საბჭოს წევრის და ადვოკატის ირმა ჭკადუას მიერ,  “კურიერის” ჟურნალისტ თამარ ბაღაშვილის წინააღმდეგ გაკეთებულ იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც ჭკადუა ჟურნალისტის წინააღმდეგ  სისხლის სამართლის საქმის დაწყებას ითხოვს.

განცხადებას ნიკა გვარამია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ავრცელებს და მას უცვლელად გთავაზობთ:

“ეს ქალი არის ბანდერშა და კრიმინალების მამაშა. სრულიად სტერილურია, როგორც იურისტი და მისი ერთადერთი დანიშნულებაა კორუფციული შუამავლობა პროკურატურასა და კლიენტებს შორის, რაც საპროცესო გარიგებით მთავრდება. აი, ესაა ირმა ჭკადუა და წავიდეს და მიჩივლოს ახლა,”-წერს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, რომ საპროკურორო საბჭოს წევრი, ადვოკატი ირმა ჭკადუა, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის თამარ ბაღაშვილის წინააღმდეგ პროკურატურას სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების თხოვნით მიმართავს.

“რამდენიმე საათის წინ დამიკავშირდა “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი, რომელმაც დახურული სასამართლო სხდომიდან, კონკრეტულად სოსო ოხანაშვილის ჩვენებიდან გარკვეული ნაწყვეტები მითხრა. პრაქტიკულად მან თქვა, რომ თურმე სოსო ოხანაშვილი “ციანიდის საქმეზე” დაკითხვისას ბრალს მდებდა, რომ რაღაც კორუფციულ სქემებში ვიყავი გარეული საპატრიარქოში. ისინი ამასთან დაკავშირებით ამზადებენ სიუჟეტს.

მე მივმართავ პროკურატურას და ის საჯარო განცხადება, საფუძველი უნდა გახდეს გამოძიების დაწყების.

და გამოძიება დაიწყოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით, რაც ნიშნავს სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობას. იცოდა რა ჟურნალისტმა თამარ ბაღაშვილმა, რომ ის მე მესაუბრებოდა დახურული სასამართლოს სხდომის ოქმიდან და მისი გავრცელება არის კანონით აკრძალული,”-აცხადებს ჭკადუა.

 

 

იტვირთბა....