ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აპატურაი: საკონსტიტუციო რეფორმის მიმართულება სწორია

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ,  საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით,  ვენეციის კომისიამ და ევროკავშირმა განაცხადეს, რომ  რეფორმების მიმართულება, მათ შორის საკონსტიტუციო რეფორმაც  სწორია. აპატურაიმ ეს განცახდება ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე გააკეთა. მან ასევე, ქართველ ხალხს მადლობა გადაუხადა ავღანეთში გაწეული წვლილისთვის.

“მინდა თანაგრძნობა გამოვხატო იმ ქართველი ჯარისკაცების მიმართ, რომლებიც დაშავდნენ ან დაიღუპნენ. ჩვენ მადლობელი ვართ იმ წვლილისთვის, რომელიც საქართველოს შეაქვს. უნდა აღვნიშნო, რომ საქართველომ თავდაცვის ფუნდამენტური რეფორმა ჩაატარა, რომელსაც უძღვებოდა მინისტრი ლევან იზორია.

ეს წარმატებული რეფორმაა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა საქართველოს მხარი დავუჭიროთ. ჩვენ ასევე გვაქვს ნატო-საქართველოს თანამშრომლობა, მათ შორის ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტი და წვრთნები. ეს ის არის, რაზეც ვმუშაობთ. მე ყოველთვის ვამბობ – ”მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში”.

საქართველოში ყოველი ვიზიტისას ეს უფრო და უფრო შეესაბამება სიმართლეს. მე შევხვდი საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს. ასევე განვიხილეთ შიდაპოლიტიკური საკითხები. საქართველოს შიდა პოლიტიკა ყოველთვის საინტერესოა. როგორც ვენეციის კომისიამ და ევროკავშირმა განაცხადეს, რეფორმების მიმართულება, მათ შორის საკონსტიტუციო რეფორმის მიმართულება სწორია”, – განაცხადა აპატურაიმ.

 

იტვირთბა....