ამ წუთებში მოძრაობა შეჩერებულია ბათუმი-თბილისის მაგისტრალზე.
როგორც გვატყობინებენ გზაზე რამდენიმე დღის წინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში, საკუთარი სახლის მოკლული ირაკლი ტარიელაძის ცხედარი ოჯახის წევრებმა გზაზე დაასვენეს.
ტარიელაძის ახლობლების თქმით, ისინი ამ ფორმით აპროტესტებენ პოლიციის უმოქმედობას.
მათი თქმით, პოლიცია დამნაშავეებს მფარველობს და სწორედ ამ მიზეზით არ იხსნება მკვლელობა.
ადგილზე ამ წუთებში იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სამართალდამცველები.
ამავე თემაზე: მკვლელობის სავარაუდო მიზეზი _ მფარველობს თუ არა დამნაშავეებს პოლიცია
წყარო: gurianews.com