ახალი ამბები მთავარი სამართალი

ავარია კახეთში: დაშავებულია 5 ადამიანი

ავარია კახეთში – საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმაში საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.
როგორც “მეტრონომს” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, დაშავებულები საგარეჯოს საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

იტვირთბა....