ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“425 ევროპარლამენტარს აქვს სურვილი, მას ევროკავშირის ანაბანა აუხსნას”– კრამონი პაპუაშვილზე

425 პარლამენტარს, რომელმაც რეზოლუციას მხარი დაუჭირა, აქვს სურვილი, მათ [ხელისუფლების წარმომადგენლებს] ევროკავშირის ანაბანა აუხსნას”- ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი X-ზე წერს.

“გაგვიმხელს ბატონი შალვა პაპუაშვილი, თუ ვის გულისხმობს ევროკომისიიდან? რადგან 425 პარლამენტარს, რომელმაც რეზოლუციას მხარი დაუჭირა, აქვს სურვილი, მათ [ხელისუფლების წარმომადგენლებს] ევროკავშირის ანაბანა აუხსნას.

თუ ისევ იტყუება ქართული ოცნება, წინა წლის მსგავსად, როდესაც პირობა გასცეს, რომ რუსულ კანონს ხელახლა აღარ წარადგენდნენ?”– წერს ის.

8 მაისს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ “ევროკომისია პირდაპირ გვეუბნება, რომ მათ [ევროპარლამენტარებს] არანაირი ყურადღება არ მივაქციოთ”.

იტვირთბა....