“ზუგდიდის სოფლები მოვიარე-ურთა, შამგონა კახათი და ჭკადუაში. ამ ფაროსანამ ყველა პრობლემა გადაფარა”, -ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა წერს:
“მაგალითად, ჭკადუაშში წყლის სისტემა “გააკეთეს”, 200 ათასი დახარჯეს და წყლი მაინც არ არის. მაგრამ ახლა, ეს ფაროსანა მოსავლის მერე უკვე სახლებში გადმოვიდა. რაც მთავარია ხის სახლებს პირდაპირ ჭამს. ხო! აი, ასე – ჭამს. თბილისიდან ძნელი აღსაქმელია. თუმცა უკვე აქეთაც ვრცელდება. მთავრობის დახმარება უსუსურია. სახლს შეწამლავ, მეზობელთან გადაინაცვლებს და სამ დღეში ისევ დაგიბრუნდება. მარტო ზამთრის იმედად ყოფნა დანაშაულია, რადგან გაისად უარესი მოხდება. კონსპირაცია, რომ აფხაზეთიდან შემოგვესია შვებას ვერ იძლევა. სრული მობილიზაციაა საჭირო, სამეგრელოს გლეხობას კი დახმარება რომ ამ ზამთარში ულუკმაპუროდ არ დარჩნენ. ამასობაში მთავრობა და “ოცნება” მხოლოდ კმაყოფილებას ასხივებს.”-წერს უგულავა.
იხილეთ: მავნებელი თბილისშიც გამოჩნდა: როგორ ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას