ახალი ამბები მთავარი სამართალი

სოფელ აკურის საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე მომუშავე მუშა შენობიდან გადმოვარდა

სოფელ აკურის საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე მომუშავე მუშა შენობიდან გადმოვარდა. შემთხვევის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი იუწყება, დაშავებული ხერხემლის დაზიანებით, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოების შესრულების დროს იატაკი ჩაინგრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

იტვირთბა....