თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია “იმედის” იძულებით გასხვისების საკითხზე ბადრი პატარკაციშვილის ბიზნესპარტნიორის – გოგი ჯაოშვილის დაკითხვა ამ დრომდე მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, 2008 წლის 19 თებერვალს მას დაათმობინეს “იმედის” წილები. გოგი ჯაოშვილის აგნცხადებით, ტელეკომპანია “იმედი” ნოტარიუსთან 420 000 ლარად დაათმობინეს, მაშინ როცა რეალურად ტელევიზიის ღირებულება აუდიტის შეფასებით, დაახლოებით 45 მილიონ დოლარს შეადგენს.
ჯაოშვილის თქმით, მას საბუთები წარუდგინეს, რომლის თანახმადაც, “იმედის” წილებს ჯოზეფ ქეის უთმობდა.
პატარკაციშვილის ბიზნესპარტნიორის განცხადებით, ის ნოტარიუსთან დაიბარეს, სადაც ფსიქოლოგიური ზეწოლით ცდილობდნენ “იმედის” წილების გადაფორმებას.
ტელეკომპანია „იმედის“ იძულებით წართმევის საქმეზე ბრალდებულები არიან: დავით კეზერაშვილი, გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი.