ნატო შავი ზღვის რეგიონში ახალ სამხედრო ძალებს ქმნის. კონტიგენტი რუმინეთის 4 ათას კაციანი ბრიგადის ბაზაზე ჩამოყალიბდება და მას ალიანსის 9 წევრი ქვეყნის ქვედანაყოფები მხარს დაუჭერენ.
მრავალეროვნული ძალების შექმნის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა რუმინეთის სამხედრო ბაზაზე სტუმრობის დროს განაცხადა. იენს სტოლტენბერგის თქმით, ეს არის მკაფიო გზავნილი რუსეთისთვის, რომ ალიანსი რეგიონშია.
ნატოს გენერალურმა მდივანმა სამხედროების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ისიც აღნიშნა, რომ შავი ზღვის რეგიონში ახალი კონტიგენტის ჩამოყალიბების მიზანი, კონფლიქტის პროვოცირება კი არა, მისი პრევენციაა.