ახალი ამბები მთავარი სამართალი

დათო როსტომაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული პირი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით როსტომაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული პირი დააკავა, რომელმაც ბადრაგირების დროს გაქცევა მოახერხა:
“შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა 2017 წლის 14 ივნისიდან ყაჩაღური თავდასხმის ბრალდებით ძებნილი, 1992 წელს დაბადებული ბ.კ. თბილისში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირმა, თანამზრახველებთან ერთად, 2017 წლის 14 ივნისს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, მოქალაქე დავით როსტომაშვილზე ყაჩაღური თავდასხმა განახორციელა.

ბ.კ.-მ, თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე, ბადრაგირების დროს, გაქცევა მოახერხა.

ამჟამად, დაკავებული ბ.კ. მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაშია შესახლებული.

ამავე ყაჩაღობის ფაქტზე, ბრალდებულის სახით, ასევე, დაკავებულია 1991 წელს დაბადებული ზ. ქ. და 1988 წელს დაბადებული ა.ა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით მიმდინარეობს“- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ 14 ივნისს დაახლოებით 15 საათზე, ყოფილი 5 დეკემბრის ქუჩაზე, ცნობილ იუმორისტ – დათო როსტომაშვილს თავს უცნობი ნიღბიანი მამაკაცი დაესხა და ბეისბოლის ბიტით სცემა.
მსახიობ დათო როსტომაშვილზე თავდამსხმელის გაქცევის გამო შსს-ს სამ თანამშრომელს ბრალი წარედგინა.

იტვირთბა....