დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის განცხადებით, გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო აცრები უკვე დაიწყო და მიმდინარე თვეში დასრულდება. სახელმწიფომ განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე ადამიანებისთვის 27 000 დოზა ვაქცინა შეიძინა.
„სახელმწიფო პროგრამით აცრები უკვე დაწყებულია და საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს. დაახლოებით 27 000 ადამიანს, განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე ვინც არის, სახელმწიფო უფასოდ აცრის. ასევე ვიცით, რომ კერძოს სექტორში არის გრიპის ვაქცინებიც, დანარჩენ მსურველ პირებს შეუძლიათ, რომ იქ მივიდნენ და აიცრან. გრიპის საწინააღმდეგო აცრები ოქტომბრის თვეში დარსულდება“, – განაცხად იმნაძემ.