ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ანა დოლიძე გია ვოლსკის: “ბლატაობა შეინახეთ ქუჩებისთვის და ისწავლეთ ზრდილობიანი ლაპარაკი”

“ბლატაობა შეინახეთ ქუჩებისთვის და ისწავლეთ ზრდილობიანი ლაპარაკი, ისე როგორც ამ ქვეყანას და მის ტრადიციებს ეკადრება”- ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე წერს, რომელიც დღეს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკისა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრ სალომე სამადაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტს გამოეხმაურა.

“ასეთი მიმართვა მიუღებელია ქალის მიმართ. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა რა პოლიტიკური პლატფორმას წარმოადგენს ის. ერთს თუ დაუძახებენ “გოგოს,” ყველა სხვასაც დაუძახებენ. ბლატაობა შეინახეთ ქუჩებისთვის და ისწავლეთ ზრდილობიანი ლაპარაკი, ისე როგორც ამ ქვეყანას და მის ტრადიციებს ეკადრება.” წერს დოლიძე.

შეგახსენებთ, კამათი პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილის სალომე სამადაშვილის დასმულ კითხვებს მოყვა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ სალომე სამადაშვილს ურჩია, რომ „უაზრო“ თემის წამოწევას თავი დაანებოს. „პარალელურ რეჟიმში რა გაყვირებს, გოგო“, – ასე მიმართა ვოლსკიმ სალომე სამადაშვილს.

„პარლამენტის წევრმა ცოტა მეტი ზრდილობა უნდა გამოიჩინოთ“, – განაცხადა ვოლსკიმ. ამის შემდეგ კი სალომე სამადაშვილმ კომიტეტის დარბაზი დატოვა.

იტვირთბა....