Turkish Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლი-ბრიუსელის რეისს ასრულებდა, ვენის აეროპორტში საგანგებოდ დაეშვა.
როგორც ავსტრიული გამოცემები იუწყებიან, Turkish Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავის საგანგებოდ დაშვების მიზეზი ლაინერის ბორტზე დაკვამლიანება გახდა. ამავე გამოცემის ცნობით, სამგზავრო თვითმფრინავს ვენაში სახანძრო ბრიგადები და სასწრაფო დახმარების მანქანები დახვდნენ.
თვითმფრინავის ბორტის დაკვამლიანების შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყო პოლიციის ვერტმფრენი.
ჯერჯერობით უცნობია თვითმფრინავის ბორტის დაკვამლიანების მიზეზი.
ამ დრომდე თურქული ავიაკომპანიის თვითმფრინავი ვენის აეროპორტში რჩება.