ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმის N23-ე საბავშვო ბაღში აზიური ფაროსანას მასიური შემოტევის გამო სასწავლო პროცესი შეწყდა

ბათუმის N23-ე საბავშვო ბაღში აზიური ფაროსანას მასიური შემოტევის გამო სასწავლო პროცესი შეწყდა. ინფორმაციას ამის შესახებ “ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება” ავრცელებს.

როგორც გაერთიანებაში აცხადებენ,  მავნებელი მწერის შემოსევის შემდეგ, ბათუმის მერიასთან შეთანხმებით და ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, სააღმზრდელო პროცესი შეწყდა.

საბავშვო ბაღში, რომელიც ბათუმში, ხალვაშის გამზირზე მდებარეობს, ამ დროისთვის შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც “ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში” აცხადებენ, N23-ე საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი მავნე მწერების განადგურების შემდეგ განახლდება.

იტვირთბა....