ახალი ამბები მთავარი სამართალი

მოქალაქეების განცხადებით, აზიური ფაროსანა თბილისშიც გავრცელდა

აზიური ფაროსანა თბილისშიც გავრცელდა, -ინფორმაციას “საზოგადოებრივ მაუწყებელს” მოქალაქეები აწვდიან. მათი თქმით, აზიურ ფაროსანას პარკებსა და საცხოვრებელ სახლებში ნახულობენ, ხოლო რამდენიმეს განცხადებით, ფაროსანამ უკბინა და ალერგიული ფონი განუვითარდა.
აღსანიშნავია, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ვაკის პარკში ლაბორატორიულ სინჯებს იღებენ და კვლევის შემდეგ გაირკვევა, გავრცელდა თუ არა დასავლეთ საქართველოს შემდეგ, აზიური ფაროსანა დედაქალაქში.
შეგახსენებთ, რომ აზიურ ფაროსანას დასავლეთ საქართველოში უშედეგოდ ებრძვიან. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

იტვირთბა....