ახალი ამბები მთავარი სამართალი

ოზურგეთში მოკლულ მამაკაცს 9 ტყვია აქვს მოხვედრილი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურანთაში გუშინ მოკლული მამაკაცი 27 წლის ირაკლი ტარიელაძეა, – ინფორმაციას newposts.ge  ავრცელებს.

გარდაცვლილის ახლობლების თქმით, მას გუშინ დაახლოებით საღამოს 11 საათისთვის მაშინ ესროლეს, როცა ის საკუთარი ავტომანქანით სახლში ბრუნდებოდა.

ტარიელაძეს ე. წ აბრეზიდან 9 ტყვია აქვს მოხვედრილი.

ახლობლების თქმით, გარდაცვლილს ადრე კონფლიქტი ჰქონდა მეზობლებთან, რის გამოც ის სოფლიდან დიდი ხნით წასული იყო. მათივე თქმით, ის მოტყუებით დააბრუნეს უკან და მერე მოკლეს:

“სავარაუდო ეჭვმიტანილები მეზობლები არიან. ირაკლის მათთან პრობლემა ჰქონდა, ის სოფლიდან წასული იყო და სხვაგან ცხოვრობდა. მერე მოტყუებით ჩამოყვანეს, არ არის პრობლემაო და მოკლეს”-აცხადებენ გარდაცვლილის ახლობლები.

შსს-ს ცნობთ მომხდარზე ამ ეტაპზე მიმდნარეობს გამოძიება, სსკ 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
წყარო: newposts.ge

იტვირთბა....