ახალი ამბები მთავარი სამართალი

ოზურგეთის რაიონში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ოზურგეთის რაიონის სოფელ გურიანთაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. 25 წლამდე მამაკაცი სავარაუდოდ თოფითაა მოკლული, -ინფორმაციას პირველი არხის ჟურნალისტი ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

იტვირთბა....