“ტაბულას” დირექტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის “პოსკრიპტუმთან” მიცემულ ინტერვიუს ეხმაურება:
“მიხეილ სააკაშვილი – ბნელა არა?
როდის ჩამოყალიბდებით? თუ მოაგელვებდით რაშს სამშობლოსკენ და მზაკვრებმა ხელი შეგიშალეს, აქ რას ყვებით? ყველა ბრიყვი გგონიათ?
“დილიდან თვალი გადავავლე ქართულ დებატებს და დისკუსიებს. რამდენიმე დღე მოწყვეტილი ვიყავი და ერთი რამ მინდა გუთხრათ: მე არასდროს წინასაარჩევნო გამოსვლებში არ მითქვამს, რომ არჩევნების პირველი ტურის დასრულებამდე ჩამოვიდოდი საქართველოში.
საქმე იმაშია, რომ პირველი ტურის დასრულებამდე თუ ჩამოვიდოდი, იგივე ხალხი, ვინც მიკიჟინებს რატომ არ ჩამოვედი, გამომაცხადებდა სახიფათო პროვოკატორად და ივანიშვილს მიეცემოდა საფუძველი დავედანაშაულებინე მე პირადად და ჩვენი მომხრეები სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირირებაში.”-ციტირებს სააკაშვილის ნათქვამს ჩერგოლეიშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, “ევროპულმა საქართველომ” ენმ-დან გამიჯვნით მიხეილ სააკაშვილის თამაში ითამაშა.