ქუთაისში ასათიანის ქუჩის მცხოვრებლები მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას აპროტესტებენ. მათივე თქმით, უკვე წლებია დაზიანებული გზის საფარის გამო მოსახლეობას ქუჩაზე გადაადგილება უჭირს.
ქუთაისის მერიის ააიპ „სპეციალურ სერვისებში“ კი აცხადებენ, რომ ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოსაწესრიგებლად სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გზის საფარიც დაიგება.
ფოტო: Imedinews.ge