ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას ქ. #21-ში შენობის ფასადის ნაწილი ჩამოინგრა. ინციდენტს მოქალაქეები შემთხვევით გადაურჩნენ. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.
“ადგილობრივების განცხადებით, შენობა ავარიულია და პარაპეტიდან აგურები და ფასადის ნაწილები სისტემატურად ცვივა. მათი თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას რამდენჯერმე მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ”.
ქუთაისის მერიაში კი საწინააღმდეგოს აცხადებენ. მერიის ცნობით, არსებობს სპეციალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებს თანადაფინანსებით შეუძლიათ კორპუსების პარაპეტების რეაბილიტაცია, თუმცა, მათივე ინფორმაციით, გამსახურდიას #21-ის მოსახლეობას პარაპეტის რეაბილიტაცია ოფიციალურად არ მოუთხოვია.