ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ფაროსანას განადგურება ვერ ხერხდება: სამეგრელოში დახმარებას ითხოვენ

აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოს კვლავ უტევს. ამჯერად ფაროსანას წინააღმდეგ სამეგრელოს ორი სოფელი იბრძვის.

“სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ზანასა და ეკში მოსახლეობა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად დამატებით ავიაციის ჩართვას ითხოვს. მათი თქმით, დამატებითი ძალების გამოყენება აუცილებელია, რადგანაც შეწამვლის სამუშაოების შემდეგ ვითარება არ შეცვლილა და მწერმა მათ საცხოვრებელ სახლებში შეაღწია”. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ შეწამვლის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, ხოლო მოსახლეობას მექანიკური მეთოდების გამოყენებისკენ თავის შეკავებას ურჩევენ.

იტვირთბა....