ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

სამოქალაქო აქტივისტმა კონსერვატორიის შენობიდან რუსეთის დროშა ჩამოხსნა

ონისე გერგედევამ, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია თავისი ანტისაოკუპაციო აქტივობით თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის შენობაზე აღმართული რუსეთის სახელმწიფო დროშა ჩამოხსნა.

“ეს არის სახელმწიფოს სირცხვილი – რომ დედაქალაქის ცენტრში, სახელმწიფო შენობაზე, ოკუპანტების დროშა ფრიალებს!”, – აღნიშნა ონისე გერგედავამ.

შეგახსენებთ, რომ კონსერვატორიის რექტორატის ინფორმაციით, შენობაზე რუსეთის დროშა კონკურსის გამოა აღმართული, რომელშიც რუსეთის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. კონკურსი პირველიდან 11 ოქტომბრამდე ტარდება.

იტვირთბა....