გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს უმასპინძლა.
პრეზიდენტმა პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის კომიტეტის წევრებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან, თავისუფალი-სავაჭრო ხელშეკრულებით სარგებლობისა და უვიზო მიმოსვლის საკითხებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
„ჩვენ ყველა ვაღიარებთ, რომ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროპული პროცესის სრულუფლებიანი წევრი, ძალიან ბევრ ნათელ დაბრკოლებას ვხედავთ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის, რუსეთის ფედერაციისაგან. საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით რუსეთმა განიზრახა ძირითადად ერთი მიზნის მიღწევა, შეაფერხოს საქართველოს რეფორმები, დემოკრატიული პროცესი, საქართველოს ინტეგრაცია. ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით, ერთადერთი სწორი გადაწყვეტა იყო კონტინენტის ეკონომიკური, პოლიტიკური, დემოკრატიული, კონტინენტის პროცესების გაძლიერებისაკენ მიმართული პოლიტიკის ჩამოყალიბება და იმ ყველა პრობლემური საკითხის გადაწყვეტისათვის საჭირო შესაძლებლობების დალოდება, რომელიც ჩვენს მეზობელთან გვაქვს, რომელმაც გადაწყვიტა თავისუფალი არჩევანის ამბიციისათვის საქართველოს დასჯა და საქართველოს განვითარების მოპარვა,“ – აღნიშნულია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.