ახალი ამბები მთავარი სამართალი

გარდაბანში ოჯახური ძალადობის ფაქტზე დაკავებული დამნაშავედ სცნეს

31 ივლისს გარდაბანში მომხდარი ოჯახური ძალადობის შემთხევაზე რუსთავის სასმართლომ ბრალდებული ვ.კ დამნაშავედ სცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 31 ივლისს, დაახლოებით საღამოს ცხრა საათისთვის ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ვ.კ.-მ არასრულწლოვნის თანდასწებით ოჯახის წევრს ბლაგვი საგნით დაზიანება და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

“ვ.კ.-მ ქ.გარდაბანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 14 წლის შვილიშვილის თანდასწრებით დედას სცემა”-
აღნიშნულია განცხადებაში. საგამოძიებო უწყების ცნობით, დაზარალებულმა მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო.

“სამართალდამცველებმა ვ.კ. პირველ აგვისტოს ქ. გარდაბანში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა”. – წერია პროკურატურის განცხადებაში.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ვ.კ. დამნაშავედ სცნო და 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

იტვირთბა....