გლდანში მამაკაცის დამწვარი ცხედარი იპოვნეს. ამის შესახებ, ინფორმაცია “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
ამ დროისთვის დეტალები უცნობია. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.