თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე, რომელიც ქრთამის აღებისთვის დააკავეს პატიმრობაში რჩება.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ოთარ აბესაძის ადვოკატებმა ბრალდებულის ჯანმრთელობის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა წარადგინეს, რომლის საფუძველზეც დაცვის მხარე აბესაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მათი პოზიცია არ გაითვალისწინა და აბესაძე პატიმრობაში დატოვა.
სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ იმ არგუმენტებზეც ისაუბრა, რაც აბესაძის უნადაშაულობას ამტკიცებს. მოსამართლემ პროცესი 16 ოქტომბრამდე გადადო. ცნობილია, რომ მომდევნო პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.
შეგახსსენებთ, რომ სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე 12 ივლისს დააკავა.