ხარაგაულის სოფელ კიცხის მოსახლეობას „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე და ხარაგაულის მერობის კანდიდატი, ჯაბა მაღლაკელიძე შეხვდნენ. შეხვედრის მიზეზი მოსახლეობის პროტესტია, რომელიც კონკრეტულად სოციალურად დაუცველი ოჯახებს შეეხებოდა. როგორც მოსახლეობა აცხადებს, ეკონომიკურად გაჭირვებულ ოჯახებს სოციალური დახმარება გაუუქმდათ.
ადგილობრივები დღემდე ელოდებიან სახელმწიფოსგან პასუხს, თუ რატომ აღარ იღებენ ოჯახები ფინანსურ დახმარებას.
გარდა, სოციალური პრობლემისა სოფლის მოსახლეობა ინფრასტრუქტურულ პრობლემებზეც საუბრობს. როგორც კიცხის მცხოვრებლლები ამბობენ, სოფელში მოუწესრიგებელია გზები, გაუმართავია სასმელი და სარწყავი წყლის სისტემები. სოფელს, ასევე, გაზიფიცირების პრობლემებაც აქვს.
„ეს არჩევნები უნდა იყოს საშუალება მოსახლეობისთვის, რომ უარი უთხრას არაფრისგამკეთებელ ხელისუფლებას და აირჩიოს ის გუნდი, რომელიც მას ჰპირდება პენსიების ზრდას, სოციალურების აღდგენას,“ – აღნიშნავს დავით ბაქრაძე.