ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე გადაადგილება ღამის საათებში იკრძალება

“ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია”- ამის შესახებ  საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ.  უწყებაში განმარტავენ, რომ გზის გახსნის მიუხედავად, თუშეთის მიმართულებით შეზღუდვები მაინც მოქმედებს.

“თოვლისა და ზვასაშიშროების გამო, შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის კმ30-კმ50 მონაკვეთზე, ყოველდღე საღამოს 18:30 სთ-დან დილის 07:00სთ-მდე იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დროის დანარჩენ პერიოდში აღნიშნულ მონაკვეთზე დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აღნიშნული გზის კმ1-კმ29 და კმ51-კმ72 მონაკვეთებზე დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით”,- აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, თუშეთში ვერტმფრენი, როგორც გასული წლის ზამთარში, წელსაც რეგულარულად იფრენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

წყარო: “იმედინიუსი”

იტვირთბა....